„წელიწად-ნახევარია, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უარყოფითი გადაწყვეტილების შემდეგ რასაც ვხედავთ, ეს არის დესტრუქციული ოპოზიცია, რომელსაც არც ერთ შედეგში, რასაც მივაღწიეთ, მონაწილეობა არ მიუღია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
„არათუ არ მონაწილეობდა, პირიქით - ხელს უშლიდა ყველანაირად, იყო პარალელური პროცესების დაწყების მცდელობა. იყო მცდელობა, რომ ბრიუსელში, სხვადასხვა კაბინეტში დაერწმუნებინათ ჩვენი მეგობრები, რომ საქართველოსთვის არ მოეცათ კანდიდატის სტატუსი. კონსტრუქციულობის მოწოდება მათ მიემართება, რადგან პარლამენტში წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ დესტრუქცია და ხელის შეშლაა“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.