logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ოპოზიცია თვითდემონიზების პროცესშია, ამას არც პიარტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება
- +

13 დეკემბერი. 2023. 14:56

 

 

“ოპოზიცია თვითდემონიზების პროცესშია, ამას არც პიარტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება”, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

„რა დემონიზებაზე და ნეგატიურ კამპანიაზე შეიძლება ისაუბროს „ლელოს“ მიერ დაფინანსებულმა ტელევიზიამ, რომლის მთავარი ხაზი არის პუტინი, რუსეთი, რუსული მთავრობა, ოლიგარქია და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ მაშინ, როდესაც ოპოზიციის მთელი პოლიტიკა, არა მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანია, ერთადერთი პოლიტიკური ხაზი, რაც აქვს ოპოზიციას არის საუბარი რუსეთზე, მეტი არაფერი შეუძლიათ. ეს არის სწორედ დემონიზება და რადიკალური და მადისკრედიტებელი დღის წესრიგი. რა დემონიზება სჭირდება რადიკალურ ოპოზიციას, შევხედოთ ვინ არის რადიკალური ოპოზიცია. ოპოზიციას, რომელსაც მართავენ ოლიგარქები, დაფუძნებულია ძალადობაზე, ეროვნული ინტერესების ღალატზე, მეტი რა დემონიზება სჭირდებათ გარდა იმისა, რასაც თვითონ უკეთებენ საკუთარ თავს. თვითდემონიზების პროცესში არიან. ამას არც პიარტექნოლოგი სჭირდება და არც ჩვენი რაიმე ბიძგი და წახმარება“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner