logo_geo
eng_logo
საახალწლო სპექტაკლი „თეატრი სახელოსნო 42“-ში - სეზონის გენერალური სპონსორია SOLO
- +

13 დეკემბერი. 2023. 16:58

 

 

3 იანვრიდან, „თეატრი სახელოსნო 42“-ის სცენაზე მაყურებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ლევან წულაძის ახალი სპექტაკლი „პაპულას და ელიკოს საახალწლო თავგადასავალი“ და გახდეს ახალი გამოცდილების ნაწილი. „თეატრი სახელოსნო 42“-ის სეზონის გენერალური სპონსორია SOLO.

 

სპექტაკლში მოქმედება მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, თბილისში ვითარდება -  ოჯახი ახალი წლის შესახვედრად მამულში მიემგზავრება და სახლში თინეიჯერი გოგო მარტო დარჩებათ.

 

„თეატრი სახელოსნო 42“-ის სცენაზე ძველი თბილისის ცნობილი ისტორიები და პერსონაჟები გაცოცხლდება, მათ შორის: ავაზაკები, ყარაჩოღელები, შობის ანგელოზები და სხვადასხვა გამოგონილი გმირი.

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ონლაინ, ვებგვერდებზე: biletebi.ge და tkt.ge

 

SOLO მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, 13-დან 15 დეკემბრის ჩათვლით წინასწარ შეიძინონ ბილეთები. ამასთან, სეზონის მანძილზე SOLO Visa ბარათით გადახდისას მომხმარებლები 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner