logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს
- +

13 დეკემბერი. 2023. 17:23

 

 

„სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს და ამისთვის ახლა მიზეზს წინასწარ იგონებს“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

 

ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის უცხოურ მედიასთან მიცემულ ინტერვიუს, სადაც პრეზიდენტი აცხადებს, რომ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს.

 

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება გარკვეულწილად თვალთმაქცურია, რადგან დიდი ხანია, ის საკმაოდ ხისტად საუბრობს, ხშირ შემთხვევაში, ყალბად, რომ საქართველო ევროპულ მომავალს ასცდა და მისი ხელისუფლება არასწორად მოქმედებს. სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკაში ჩართვას ნამდვილად აპირებს. მის პოლიტიკაში ჩართვას კი წინ უნდა უსწრებდეს რაღაც მიზეზი. ახლა ამ მიზეზს წინასწარ იგონებს.

 

ხელისუფლებას ევროპულ კურსთან არანაირი აცდენა არ აქვს. აქედან გამომდინარე, თითიდან გამოწოვილი კონცეფციაა, თითქოს,  საგარეო კურსს ვინმე ცვლის. საკუთარი ქვეყნის მიმართ შეურაცხყოფის მიყენების გარეშე საკუთარ პოზიციებს ვერ აფიქსირებს. გაიხსენეთ მისი განცხადებები, რომლებიც 26 მაისს და პარლამენტში გააკეთა. მისი განცხადებები აზიანებს არა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანას. ეს არის მისი პოლიტიკური პორტრეტი და ამ პორტრეტით უნდა გამოსვლა ისე, რომ წარმატებას მიაღწიოს და ცდილობს, საკუთარი თავი წარმოაჩინოს, როგორც ევროინტეგრაციის საკითხთა ლიდერი“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

https://1tv.ge/news/salome-zurabishvili-archevnebshi-monawileobas-ar-gamorickhavs/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner