logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევ ერთი უტყუარი მტკიცებულება საქართველოს წინააღმდეგ
- +

13 დეკემბერი. 2023. 18:19

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე, ევროკომისარი ევროპული გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ოლივერ ვარჰეის განცხადების შესახებ ოპოზიციის მხრიდან კრიტიკას აფასებს, სადაც ვარჰეი აცხადებს, რომ „საქართველომ და მისმა მთავრობამ სამუშაო შეასრულა და მათ უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი“.

 

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს, ეს არის მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი მტკიცებულება.

 

„კანდიდატის სტატუსის მიღების წინა დღეებში რომ ევროკავშირის გაფართოების კომისარს აკრიტიკებს ოპოზიცია, ბევრი კითხვა რჩება? ეს არის მარტივი პასუხი. ბევრი კითხვა არ რჩება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის მიღებამდე, საქართველოს მხარდაჭერისათვის ოპოზიცია აკრიტიკებს გაფართოების კომისარს და ეს არის მათი არა მხოლოდ წამოცდენა, არა მხოლოდ ქვეცნობიერიდან ნასროლი კრიტიკა, არამედ მათი მავნებლობის კიდევე ერთი დამადასტურებელი, უტყუარი მტკიცებულება საქართველოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner