logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა შედეგი დაიდო, როდის მივიღეთ ვიზა-ლიბერალიზაცია, როდის გაიცა დადებითი რეკომენდაცია, როდის მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი
- +

13 დეკემბერი. 2023. 18:32

 

 

„ხალხს შეიძლება ბევრი რამ უნდოდეს, მაგრამ შენ, მისმა ხელისუფალმა თუ არ გააკეთე შესაბამისი რეაგირება ხალხის ამ პოზიტიურ მოთხოვნაზე და მიზანსწრაფვაზე, მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს რაღაც უნდა, ამის გამო არავინ არაფერს მოგანიჭებს: არც ვიზა-ლიბერალიზაციას გაგიკეთებენ და გენდობიან, არც ასოცირების ხელშეკრულებას გაგიფორმებენ, არც სტატუსს მოგცემენ, არც დადებით რეკომენდაციას გასცემდნენ. მხოლოდ სურვილი არ არის რაღაცის საფუძველი, გატარებული რეფორმები არის მთავარი საფუძველი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, საუბარი და რადიკალური ოპოზიციის აპელირება ხელისუფლების პრორუსულობაზე, საუბრად დარჩება, ხოლო ისტორიაში შევა კონკრეტული შედეგები, თუ რომელი ხელისუფლების დროს გაფორმდა ასოცირების შეთანხმება, ვიზა-ლიბერალიზაცია, სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია და როდის მიენიჭება საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

 

„მოდით, შედეგებით ვილაპარაკოთ. საუბარი საუბრად რჩება, ისტორიაში დარჩება, ვის დროს, როგორ, რა კონკრეტული შედეგები დაიდო: ვიზა-ლიბერალიზაცია როდის მივიღეთ - როდის მერე გადაადგილდებიან საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე, როდის მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, როდის გაიცა დადებითი რეკომენდაცია, როდის მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას ხელი და ა.შ.  ეს არის კონკრეტული შედეგები, რომელიც იყო შეფასება და დაფასება  ყოველი ეტაპის შემდეგ და ასე გაგრძელდება. ჩვენ აქეთ მივდივართ და მოსკოვის გავლით, ევროპაში ვერ შეხვალ, გამორიცხული ამბავია, ამათ კი იძახონ, „რუსები, რუსები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner