logo_geo
eng_logo
2024 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებისთვის 582 მილიონი ლარი დაიხარჯება
- +

13 დეკემბერი. 2023. 20:10

ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2024 წელს, წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტებზე მიიმართება 582 მლნ ლარი. მისი თქმით, ამ დროისათვის, მიმდინარეობს 3 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე მუშაობა 172 ლოკაციაზე, მათ შორის, 22 ქალაქში. 2024 წელს 24 საათიანი წყალმომარაგება ექნება დამატებით 5 ქალაქს.

 

 

ასევე, მნიშვნელოვანია, საკურორტო ზონების სამომავლო განვითარებასთან ერთად, წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის შესაბამისი განვითარება და ამ მიმართულებებით, გაგრძელდება სამუშაოები მთავრობის გაცხადებული გეგმის შესაბამისად“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner