logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა, აფხაზ და ოს ძმებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:27



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" დევნილებზე და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაბრუნებაზე საუბრობს და ამბობს, რომ უნდა შევქმნათ ისეთი ქვეყანა, რომ აფხაზ და ოს ძმებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ.

 

 

„დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დევნილებს შეღავათები მისცენ. რაც შეეხება ტერიტორიების დაბრუნებას, ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ძმები და ტერიტორიებზე ამ ეტაპზე არ გავაკეთოთ აქცენტი. ჩვენ უნდა ავაშენოთ ისეთი ქვეყანა და ისეთი პირობები შევქმნათ, რომ ჩვენს ძმებს, აფხაზებსა და ოსებს ჩვენთან თანაცხოვრების სურვილი გაუჩნდეთ. ამით შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები და გავაერთიანოთ ქვეყანა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner