logo_geo
eng_logo
პარლამენტმა „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო
- +

13 დეკემბერი. 2023. 20:22

დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი, პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მიიღო.

 

 

კანონპროექტზე მომხსენებლის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის განცხადებით, ცვლილებების შედეგად, კირქვის მოპოვებისთვის დაწესებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებლის განაკვეთი 0,14 ლარის ნაცვლად 0.28 ლარით განისაზღვრება.

 

მისივე თქმით, მოსაკრებლის ოდენობის ცვლილება იმ მუნიციპალიტეტების ადგილობრივ ბიუჯეტს, სადაც კირქვის მოპოვება მიმდინარეობს, მნიშვნელოვნად გაზრდის და სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში დაეხმარება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner