logo_geo
eng_logo
„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
- +

13 დეკემბერი. 2023. 20:29

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით, 78 ხმით მხარი დაუჭირა.

 

 

პარლამენტის ინფორმაციით, კანონპროექტით, პროკურორი უფლებამოსილი იქნება მიმართოს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს შუამდგომლობით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ან/და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე არაუმეტეს 90 დღის ვადით.

 

 

ცვლილებების თანახმად, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, პროკურორს უფლება ექნება, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრისა ან/და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე. დადგენილების გამოტანიდან 24 საათის განმავლობაში პროკურორმა უნდა შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით და უნდა წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც ასაბუთებს საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას.

 

 

სასამართლოს განჩინებას სასამართლო აღსასრულებლად დაუყოვნებლივ გადასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner