"ევროპული საბჭოს მოვალეობაა, ერთიანობის დამცველი იყოს. აუცილებელია ყველას აზრს პატივი ვცეთ და ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოზიცია. ჩვენ ვართ ძლიერი, როდესაც ერთად ვართ," - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა „ქრონიკას“ განუცხადა.
კითხვაზე, რამდენად შეშფოთებულია, ორბანის პოზიციის გამო, მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე სასაუბროდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს დღეს შეხვდება.
„დღეს მე შევხვდები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს. თქვენ კარგად იცით, რომ ვმუშაობ დღე და ღამე იმისათვის, რომ სამიტზე მივაღწიოთ პოზიტიურ გადაწყვეტილებებს. ვფიქრობ, რომ დღის წესრიგში შეტანილი საკითხები უკიდურესად მნიშვნელოვანია ევროკავშირის მომავლისთვის, როგორც პოლიტიკური პროექტისთვის. ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ერთიანი, გავითვალისწინოთ ყველა შეშფოთება, მგრძნობიარე თემები, მაგრამ ვიყოთ ერთიანი და დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ გაფართოების კუთხით.
გაფართოება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესია, მაგრამ არის მომენტები როდესაც გეოპოლიტიკური მიზეზები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო. თქვენ ასევე იცით ჩემი პირადი მოსაზრება და ვალდებულება, მე ვფიქრობ, რომ მზად უნდა ვიყოთ 2030 წლისთვის. ეს მკაფიო ამბიციაა და ძალიან დიდ ძალისხმევას საჭიროებს ყველა მხრიდან.
ევროკავშირში ფუნდამენტური საკითხია, რომ გადაწყვეტილებებს ვიღებთ კონსენსუსით. ეს არის ევროკავშირის წესი. ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ხელშეკრულებებს, კანონის უზენაესობას. ევროპული საბჭოს მოვალეობაა, ერთიანობის დამცველი იყოს. აუცილებელია ყველას აზრს პატივი ვცეთ და ჩამოვაყალიბოთ ერთიანი პოზიცია. ჩვენ ვართ ძლიერი, როდესაც ერთად ვართ.
არ არის საიდუმლო, რომ ეს საბჭო იქნება მძიმე, მაგრამ მე არ ვნებდები, ძალიან ბევრს ვიმუშავებ და იმედი მაქვს, პასუხისმგებლობის გრძნობის ყველა მხრიდან, რათა დავიცვათ ევროკავშირში ფუნდამენტური საკითხები“, - განაცხადა შარლ მიშელმა.