აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ჰილარი კლინტონს პნევმონიის დიაგნოზი დაუსვეს. ავადმყოფობის გამო კლინტონმა კალიფორნიაში დაგეგმილი ვიზიტი გადადო. მას ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში წინასაარჩევნო ღონისძიებებში უნდა მიეღო მონაწილეობა.
11 სექტემბრის ტერაქტების მე-15 წლისთავისადმი მიძღვნილი სამგლოვიარო ცერემონიის დროს ჰილარი კლინტონი შეუძლოდ გახდა. მას უკვე დაენიშნა მკურნალობა და პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმჯობესდება.