პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ საქართველოს ყოველთვის შეუძლია მისი იმედი ჰქონდეს. შესაბამისი კომენტარი მან ბრიუსელში გააკეთა.
„დღეს არ მომზადებია საგანგებო გზავნილი საქართველოსთვის, მაგრამ თქვენ კარგად იცით რა მაქვს გულში საქართველოსთან დაკავშირებით - როგორც ყოველთვის შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ“, - განაცხადა ტუსკმა.