logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე: ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ სტატუსი მიგვეღო. დღესაც პრემიერ-მინისტრმა წერილით მიმართა ყველა წევრ ქვეყანას და გვაქვს პოზიტიური მოლოდინი
- +

13 დეკემბერი. 2023. 20:41

"ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინასთან მიმართებაშიც იქნება სწორის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მასშტაბით შიდა ინტერესების დაბალანსებასაც შეძლებენ," - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

 

 

მან კომენტარი გააკეთა რადიკალური ოპოზიციის იმ ნარატივზე, რომ თითქოს, თუ უკრაინასთან დაკავშირებით ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას არ მიიღებს, ეს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მონიჭებაზეც იმოქმედებს.

 

 

„საქართველოზე რომ ამან არ უნდა იმოქმედოს, ამის მაგალითი ჩვენ უახლოეს წარსულში გვაქვს, როდესაც საქართველო ჩამოაცილეს ასოცირებულ ტრიოს. ეს იყო დროებითი, უსამართლო, მაგრამ მაინც დროებითი - ჩვენ ისევ ამ სამეულში ვართ, მაგრამ ახლა ოპოზიცია ცდილობს ისე შეფუთოს საკითხი, თითქოს ეს სამეული იმდაგვარია, რომ თუ უკრაინასთან დაკავშირებით ნეგატიური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ჩვენც დავრჩებით ისევ იმ პოზიციაზე, ანუ კანდიდატის სტატუსის გარეშე. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის. ევროკავშირშიც ქვეყნებს აქვთ თავიანთი პოზიცია, რომელსაც აქვს თავისი საფუძველი, თავისი ინტერესები, მათი პრინციპული მოთხოვნებიც და ამოდით, ამ საკითხებში, ნუ შევალთ.

 



ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ეს სტატუსი მიგვეღო. დღესაც კი, ნახეთ, რომ პრემიერ-მინისტრმა წერილით მიმართა ყველა წევრ ქვეყანას, რომელთა თითოეულ ხმას აქვს ოქროს ფასი, რადგან ყველა უნდა იყოს თანახმა, რომ ეს გადაწყვეტილება დადგეს. ჩვენ არც ერთ ქვეყანასთან არ გვაქვს პრობლემა, მაგრამ ვფიქრობ, რომ უკრაინასთან მიმართებაშიც იქნება სწორის პოლიტიკური გადაწყვეტილება და ვფიქრობ, რომ ევროკავშირის მასშტაბით შიდა ინტერესების დაბალანსებასაც შეძლებენ. ჩვენ კი ჩვენი პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად გვაქვს“, - განაცხადა ხუნდაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner