logo_geo
eng_logo
ანდრეი პლენკოვიჩი: დარწმუნებული ვარ, გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება​. ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ მთავრობას გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც ეს გადაწყვეტილება განაპირობა
- +

13 დეკემბერი. 2023. 21:01

"პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმყოფებოდა ივლისში ზაგრებში. როგორც ყოველთვის, იყო შესანიშნავი შეხვედრა და მე ძლიერად ვუჭერ მხარს საქართველოს ძალისხმევას," - ამის შესახებ ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი პლენკოვიჩმა განაცხადა.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ამჯერად გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე მიღებული იქნება. მე ვულოცავ ქართველ ხალხს, ვულოცავ საქართველოს მთავრობას რეფორმებისთვის გაწეული ძალისხმევისთვის, რომელმაც განაპირობა ეს გადაწყვეტილება“, - განაცხადა პლენკოვიჩმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner