logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ გიორგი კვირიკაშვილს!
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:31



„სამწუხაროდ, დღეს „ქართული ოცნება" უალტერნატივოა. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის დროს მაშინდელმა გუნდმა დავაფუძნეთ ევროპული სტანდარტები, რომ ეს არის გამჭვირვალე, ხალხისთვის და არაკორუფციული. რაც შეეხება დღევანდელ „ქართულ ოცნებას" - არის ხარისხობრივად უკეთესი, ვიდრე ჩემს დროს იყო",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.

ივანიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც ნებისმიერი მსოფლიოს ქვეყანა ისურვებდა მმართველად.

 

 

„კვირიკაშვილი არ იბრძვის სავარძლისთვის. ერთადერთი ნაკლი რაც აქვს მას, რომ პატარა გადაცდომაზეც კი შეიძლება უარი თქვას თავის სავარძელზე. არსად გაგვექცეს, დავუდარაჯდეთ კვირიკაშვილს! ყველა უნიკალური თვისება აქვს. მას შეუძლია, ქვეყანა მართოს წარმატებულად. მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყანა ინატრებდა ასეთ პირველ პირს, როგორიც არის კვირიკაშვილი! კვირიკაშვილის ინიციატივით მოხდა, რაც მე ვერ გავბედე, მოგების გადასახადის გაუქმება. მას აქვს ყველა მონაცემები, სახელმწიფო მოღვაწედ ჩამოყალიბდეს",- განაცხადა ივანიშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner