ევროკომისიამ განაცხადა, რომ უნგრეთისთვის დაახლოებით 10 მილიარდი ევროს დაფინანსება განბლოკა. ინფორმაციას ამის შესახებ Deutsche Welle ავრცელებს.
იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა, დიდიე რეინდერსმა განაცხადა, რომ უნგრეთში განხორციელებული სასამართლოს ბოლოდროინდელი რეფორმები "სრულ შესაბამისობაშია იმ მოთხოვნებთან, რომლებზეც შეთანხმებული ვიყავით".
"ჩვენ მივიღეთ საკმარისი გარანტიები, რომ ვთქვათ, რომ სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა უნგრეთში გაძლიერდება", - დასძინა იუსტიციის საკითხებში ევროკომისარმა.