"საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი ძალისხმევა ხორციელდება და არსებული შედეგები ამის ნათელი დასტურია," - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრა, როგორებიცაა ქვეშეთი-კობის გზა, კახეთის მაგისტრალი, საგარეჯო-ბადიაურის მონაკვეთი, ბაკურციხე-წნორის და სხვა პროექტები.
ქარსელაძემ ასევე აღნიშნა, რომ გზებზე მოვაჭრეებისთვის სპეციალური სივრცეები მოეწყობა.
„ყველას გვისარგებლია იმ ტრადიციული ადგილებით, რომელიც უკავშირდება ნაზუქებს, ჰამაკებს, ყავების ქუჩა ზესტაფონში, თიხის ნაკეთობები შორაპანში - აქ გათვალისწინებულია ახალი ადგილების მოწყობა. ეს იქნება ადგილები, სადაც ადამიანებს საკუთარი ბიზნესის განვითარებისა და მეტი შემოსავლის შესაძლებლობას აძლევს. გარდა ამისა, აქაც მნიშვნელოვანია საგზაო უსაფრთხოება. დღეს რა ფორმითაც არსებობს ეს ყველაფერი, არ არის ნორმალური. უკვე ახალ შესაბამისად განვითარებულ ადგილებში ესეც იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ქარსელაძემ.