logo_geo
eng_logo
ირაკლი ქარსელაძე: რიკოთის მონაკვეთზე 51 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 50, 97 ხიდიდან კი 83 ხიდი აშენებულია - ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული
- +

14 დეკემბერი. 2023. 00:27

"რიკოთის უღელტეხილის ახალი 27კმ-იანმა მონაკვეთის სარგებელი უკვე სახეზეა, რაც დაზოგილ დროსა და შემცირებულ მანძილში გამოისახება, "- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

მინისტრის განმარტებით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მოხდა.

 

 

ქარსელაძის თქმით, სამუშაოები ინტენსიურად გრძელდება როგორც რიკოთის, ასევე მონაკვეთებზე.

 

 

„სულ ახლახან, რიკოთის აქამდე ყველაზე გრძელი გვირაბის პარალელური გვირაბი უკვე გავჭერით და შესაბამისად, სამუშაოები აქაც გრძელდება. ასევე, ზესტაფონის შემოვლით მონაკვეთზე და მთლიანობაში რიკოთის, ისევე როგორც ყველა ძირითადი მონაკვეთის დასრულება 2024 წელს არის გათვალისწინებული“, - აღნიშნა ქარსელაძემ.

 

 

მისივე თქმით, გეოლოგიური და სხვა ბევრი გამოწვევის გათვალისწინებით, საინჟინრო თვალსაზრისით რიკოთი ურთულესი პროექტია.

 

 

მინისტრის განცხადებით, 51 გვირაბიდან, უკვე გაჭრილია 50 გვირაბი, 97 ხიდიდან კი 83 ხიდი უკვე აშენებულია და ეს პროცესი გრძელდება.

right_banner right_banner
არქივი
right_banner