„განახლებული რეგიონების“ მასშტაბის პროგრამა, რომელიც პრემიერ-მინისტრის მიერ იყო ინიცირებული, ჩვენ აქამდე არ განგვიხორციელებია," - ამის შესახებ ირაკლი ქარსელაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალური ცენტრების სრული განახლება მოხდა.
„შედეგი ნამდვილად შთამბეჭდავია, გამომდინარე იქიდან თუ რა იყო და დღეს რა არის. რეალურად უკვე ამ პროგრამის წარმატებული განხორციელების შედეგად, პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული იყო ახალი პროგრამა, რომელშიც პირველ ეტაპზე 10 მდებარეობა [ბორჯომი, ბაკურიანი, წყალტუბო, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია, ბათუმი] არის შერჩეული - ეს არის ქალაქების და კურორტების განვითარების პროგრამა, სადაც გათვალისწინებულია არა მხოლოდ არსებული პოტენციალის განვითარება, არამედ ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მრავალი სხვა, რაც საბოლოო ჯამში უკვე მთლიან ეკონომიკურ ეფექტში აისახება“, - განაცხადა ქარსელაძემ.
მან ასევე განათლებისა და სპორტის სფეროებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები შეაჯამა.