logo_geo
eng_logo
ხეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეამციროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა
- +

14 დეკემბერი. 2023. 01:54

ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ ლიდერმა, ხეერტ ვილდერსმა, რომლის პარტიამ ნიდერლანდების საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, განაცხადა, რომ ნიდერლანდებმა უნდა შეამციროს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი ავრცელებს.

 

 

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ არ უნდა გავუწიოთ უკრაინას სამხედრო მხარდაჭერა, ვიდრე ჩვენ არ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქვეყანა", - აღნიშნა ვილდერსმა პარლამენტში დებატების დროს.

 

 

როგორც Bloomberg-ი წერს, ნიდერლანდები უკრაინის მთავარი მოკავშირეა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner