logo_geo
eng_logo
ზელენსკი: საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე უკრაინას მოუწევს ბრძოლა, როგორც ეს რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში იყო
- +

14 დეკემბერი. 2023. 01:26

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარების გარეშე უკრაინას მოუწევს ბრძოლა, როგორც ეს რუსეთის შეჭრის პირველ დღეებში იყო.

 

 

"მოგეხსენებათ, ფართომასშტაბური ომის პირველ დღეებში, 24 თებერვალს, ჩვენ ნამდვილად მარტო ვიყავით. ძალიან რთული იყო. ტრაგიკული პერიოდი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და თქვენ ნახეთ, როგორი იყო [ეს პერიოდი] ჩვენთვის. თითქმის ოკუპირებულნი ვიყავით. მაგრამ ჩვენ არ გავქცეულვართ და მივიღეთ ეს ბრძოლა", - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

 

 

"ასე რომ, როდესაც კითხვას სვამთ, შესაძლებელია თუ არა ამის გაკეთება დახმარების გარეშე... შესაძლებელია ამის გაკეთება ისე, როგორც იყო. ვგულისხმობ, რთულია, ბევრ ადამიანს კარგავ. ნამდვილად გჭირდებათ ნამდვილი მძლავრი თავდაცვითი ფარი. დაწყებული თვითმფრინავებით და დამთავრებული არტილერიით", - დასძინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner