"ვერაფერი შეგვიშლის ხელს „ჰამასის“ განადგურებაში," - განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ.
"[ბრძოლას] ვაგრძელებთ ბოლომდე, გამარჯვებამდე, „ჰამასის“ განადგურებამდე. ვერაფერი შეგვაჩერებს", - განუცხადა ისრაელის მთავრობის მეთაურმა ჯარისკაცებს.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლიერება გამოხატა ღაზაში სამხედროების მიერ განხორციელებული მუშაობისთვის.