logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: იმ პოლიტიკის გატარებაში, რომ ჩვენ ღირსეულად შეგვეძლო კანდიდატის სტატუსის მიღება, ქართველმა ხალხმა სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა
- +

14 დეკემბერი. 2023. 10:05

 

 

ევროკავშირში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე მოახლოებულ მსჯელობას იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა გამოეხმაურა.

 

„ქართველმა ხალხმა ეს დაიმსახურა, ქართველმა ხალხმა დაიმსახურა იმით, რომ მათ მხარდაჭერა გამოგვიცხადეს სრულად იმ პოლიტიკის გატარებაში, რაც ჩვენ დავისახეთ მიზნად, რომ ღირსეულად შეგვეძლო კანდიდატის სტატუსის მოპოვება. ამიტომ ეს ჩვენის საზოგადოების, ჩვენი ყველასი ერთად, მმართველი პარტიის გატარებული პოლიტიკის დამსახურებაა, რომ ჩვენ ღირსეულად და დამსახურებაზე დაფუძნებით უნდა მოგვენიჭოს ეს სტატუსი“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

ევროკავშირი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე დღეს და ხვალ იმსჯელებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner