logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე: საგამოცდო კომისიის ყველა წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით ამბობს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩათვლა, არამედ გამოცდაც გვაქვს ჩაბარებული
- +

14 დეკემბერი. 2023. 10:11

 

 

„არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ უკვე მათი მხრიდანაც დადასტურებულია, რომ ბურთი უკვე მათ მოედანზეა. მათი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, უბრალოდ ელოდებიან იმ სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს ყველა რეკომენდაცია შესრულებული აქვს და ახლა ჯერი ევროკავშირზეა, რომელმაც უნდა მიანიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.

 

„არა მხოლოდ ჩვენი მხრიდან, არამედ უკვე მათი მხრიდანაც დადასტურებულია, რომ ბურთი უკვე მათ მოედანზეა. მათი განცხადებები ნიშნავს იმას, რომ პრაქტიკულად გადაწყვეტილი აქვთ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭება, უბრალოდ ელოდებიან იმ სხდომას, რომელიც უნდა გაიმართოს.

 

ყველა სახელმწიფო ლიდერს აქვს საჯაროდ აღიარებული, რომ მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და რა თქმა უნდა, ბურთი მათ მხარეზეა. 

 

საქართველოს პრემიერის წერილი [რომელიც მან დღეს ევროკავშირის ქვეყნებს გაუგზავნა] კიდევ უფრო ამყარებს იმ მოლოდინს, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ღმერთმა არ ქნას და არც ვუშვებ თეორიულად იმას, რომ უარყოფითი გადაწყვეტილება იყოს. ამ შემთხვევაში, ეს იქნება ევროკავშირის და ევროპის მხრიდან კიდევ ერთი ნიჰილისტური დამოკიდებულების საფუძველი.

 

თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამის თეორიული საფუძველიც კი არ არსებობს იმიტომ, რომ საგამოცდო კომისიის ყველა წევრი, თავმჯდომარის ჩათვლით ამბობს, რომ ჩვენ არა მხოლოდ ჩათვლა, არამედ გამოცდა გვაქვს ჩაბარებული. ყველა საკითხზე პასუხი გვაქვს გაცემული 10 ნიშნიანი ქულიდან 10 ქულით.

 

ახლა, ფორმალური მხარეა დარჩენილი და არა მგონია, რომ ფორმალურ მხარის დროს რამე სიურპრიზები იყოს“, -განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner