logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ერთად უნდა ავაღორძინოთ ტყიბულში ეკონომიკა
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:39



ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ტყიბულის პერსპექტივაზე საუბრობს და ამბობს, რომ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის აღორძინება, რათა შეიცვალოს დღეს არსებული მდგომარეობა.


„ჩემი პრემიერობის პერიოდში ვცდილობდით, რომ გაგვეზარდა ქვანახშირის მოპოვება და ხელფასებიც გაგვეზარდა, მაგრამ ვერ ვნახეთ წარმატებული პროექტი. მე პირადად დიდი დრო დამიხარჯავს ამაში. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ეკონომიკის აღორძინება და მათ შორის ტყიბულში, რათა ის პირობები შევცვალოთ, რაც დღეს არსებობს. ვთვლი, რომ 7-10 წელიწადში მინიმუმ, შეგვიძლია ერთ მოსახლეზე შემოსავალი გავაორმაგოთ და 2030 წლისთვის, თუ სულსწრაფები არ ვიქნებით და სწორ არჩევანს გავაკეთებთ, ჩვენ გაგვიჩნდა ძალიან დიდი შანსი, რომ აწმყოს მოწყალება დავინახოთ ქართველებმა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner