„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი თინა ხიდაშელის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც კანდიდატის სტატუსზე „ქართულმა ოცნებამ“ უარი მიიღო, მაგრამ ქართველმა ხალხმა - დადებითი პასუხი.
როგორც დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მიზანმიმართულად მავნებლურ პოლიტიკას ეწევა.
„ანუ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, რომელთანაც ევროკავშირმა:
ასოცირების შესახებ შეთანხმება გააფორმა;
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი;
ვიზალიბერალიზაციას გაუღო კარი;
რომელმაც ევროინტეგრაციის პრიორიტეტი საკონსტიტუციო ჩანაწერში გააფორმა;
რომლის ევროპული პერსპექტივა აღიარეს;
რომელსაც ხვალ EU წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებენ...
...აი, ამ ხელისუფლებას ეუბნებიან „უარს“, ხოლო სალომეს მიერ შეკერილი დროშის ქვეშ დათვალეს თუ არა 467 „შინევროპელი“ - აი, იმ „ქართველი ხალხის“ გამო დაგვაფასეს თურმე.
აი, ასეთი „აზროვნების“ მატარებელს რომ ჩავაბარეთ თავის დროზე თავდაცვის (!) სამინისტრო, კიდევ კარგად ვართ გადარჩენილები. ჩინურ თემას მიაწექ, თინაა, ეგ უფრო „კარგად“ გამოგდის“, - წერს დავით ქართველიშვილი.