logo_geo
eng_logo
რეიგანზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:41



1981 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ რონალდ რეიგანზე თავდასხმის ბრალდებით დაპატიმრებული ჯონ ჰინკლი ფსიქიატრიული საავადმყოფოდან გაათავისუფლეს.



მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად, 61 წლის ჰინკლი საზოგადოებისა და საკუთარი თავისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენს. Euronrws-ის ინფორმაციით, ჰინკლი ვირჯინიაში დედის სახლში იცხოვრებს.



რონალდ რეიგანი და მისი სამი თანხმლები პირი ცეცხლის გახსნის შედეგად დაშავდნენ. ჯონ ჰინკლი პრეზიდენტს მსახიობ ჯოდი ფოსტერზე შთაბეჭდილების მოსახდენად დაესხა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner