logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია გამქრალია თვალსაწიერიდან
- +

14 დეკემბერი. 2023. 13:08

 

 

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სალომე ზურაბიშვილის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს გაკეთებულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

 

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

 

„როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილზე არა აქაური ნაცსექტანტების, არამედ გლობალური ომის პარტიის აქტორთა უდიდესი წნეხია, რომ კრიმინალი სააკაშვილი შეიწყალოს. გაუგონარი უპრინციპობა და საქართველოში პოლარიზაციის წაქეზება იქნება მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის შეწყალების აქტი.

 

თუმცა, სალომე ზურაბიშვილისთვის და მისნაირი ანგარებიანი ანტისახელმწიფოებრივი ელემენტებისთვის პრინციპები, ღირსება და ზნეობა დიდი ხანია  გამქრალია თვალსაწიერიდან.“-წერს გია აბაშიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner