logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
- +

14 დეკემბერი. 2023. 13:37

 

 

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ  ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

 

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.

 

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი.

 

ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

 

შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner