პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოში იტალიის ელჩ ენრიკო ვალვოსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა საქართველოში მისი 4-წლიანი წარმატებული საქმიანობისთვის.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებსა და ევროპული საბჭოს სხდომასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე. აგრეთვე, შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა ევროკავშირის 9 რეკომენდაციის განხორციელების საკითხი.
ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს მიენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
შალვა პაპუაშვილმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.