logo_geo
eng_logo
ირაკლი ჩიქოვანი: სალომე ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ პრეზიდენტის მანდატი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო მიენიჭა
- +

14 დეკემბერი. 2023. 14:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, ორბელიანების სასახლეში გუშინდელ ღონისძიებაზე შეკრებილი იყო თითქმის ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც დიდი ენერგია აქვს დახარჯული, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო.

 

„სამწუხაროა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ღონისძიება იყო ევროპული მომავლის ხელშემწყობი. პრაქტიკულად, შეკრებილი იყო თითქმის ყველა ის პოლიტიკური ჯგუფი ან პოლიტიკური სუბიექტი, რომელსაც ძალიან დიდი მონდომება და ენერგია აქვს დახარჯული, რათა საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიეღო. ასევე, იქ იყვნენ ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფები, ვისაც გარკვეული მონაწილეობა მიღებული აქვს პროცესში“, – აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

რაც შეეხება არჩევნებში სალომე ზურაბიშვილის შესაძლო მონაწილეობას, ჩიქოვანის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თავის დროზე პრეზიდენტის მანდატი „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის გამო მიენიჭა. ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ მას პოლიტიკაში საკმაოდ დაბალი პერსპექტივა ექნება.

 

„ქალბატონი ზურაბიშვილი უნდა ხვდებოდეს, რომ მას თავის დროზე პრეზიდენტის მანდატი და უკვე ფორმალურად სტატუსი იმ მხარდაჭერის გამო მიენიჭა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აღუთქვა. საკუთარი პრეზიდენტობის განმავლობაში არაერთხელ დააღალატა საკუთარი ამომრჩეველი. როდესაც ასე არ ემსახურები საკუთარი მომხრეების ინტერესებს, დარწმუნებული ვარ, მაშინ პოლიტიკაში პერსპექტივა საკმაოდ დაბალი გაქვს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner