logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: მარტში დემოკრატიის სახელით სინამდვილეში შტურმი იყო დემოკრატიაზე
- +

14 დეკემბერი. 2023. 14:56

 

 

ფაქტია, რომ მარტში დემოკრატიის სახელით სინამდვილეში შტურმი იყო დემოკრატიაზე, ვინაიდან მთავარი ღირებულება არის გამჭვირვალეობა და მთავარი პრინციპიც. გამჭვირვალეობას ეხებოდა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და იყო ზუსტი ანალოგი აშშ-ში მოქმედი კანონის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

 

„ახლა იმავეს იღებენ ევროკავშირში, რაც ძალიან საინტერესოა. თურმე საქართველოში გამჭვირვალება და ეს კანონი ყოფილა მიუღებელი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.

 

ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner