„ფაქტია, რომ მარტში დემოკრატიის სახელით სინამდვილეში შტურმი იყო დემოკრატიაზე, ვინაიდან მთავარი ღირებულება არის გამჭვირვალეობა და მთავარი პრინციპიც. გამჭვირვალეობას ეხებოდა ეს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ და იყო ზუსტი ანალოგი აშშ-ში მოქმედი კანონის“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ახლა იმავეს იღებენ ევროკავშირში, რაც ძალიან საინტერესოა. თურმე საქართველოში გამჭვირვალება და ეს კანონი ყოფილა მიუღებელი“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
ევროკომისიამ დემოკრატიის დაცვის პაკეტი წარადგინა, რომელიც შეიცავს ისეთ მოთხოვნას, როგორიცაა გამჭვირვალობის რეესტრში რეგისტრაცია იმ სუბიექტებისთვის, რომლებიც ინტერესებს წარმოადგენენ მესამე ქვეყნის სახელით.