logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ
- +

14 დეკემბერი. 2023. 14:59

 

 

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით რეგიონებს ახალი ავტობუსები გადაეცათ. დღეიდან ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონების მოსახლეობას ახალი 51 ერთეული „ისუზუს“ ფირმის ავტობუსი მოემსახურება.

 

პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდება.

 

ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner