„რეპორტიორი" უერთდება კოლეგებს და მოუწოდებს ყველას - არ გაასაჯაროვონ და არ დააკონკრეტონ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეომასალასთან დაკავშირებული ინფორმაცია.
„რეპორტიორი" ემიჯნება მსგავსი ტიპის ვიდეო თუ აუდიო მასალის გავრცელებას და მოუწოდებს ყველას, ნუ მოახდენენ მსგავსი სიბინძურის ტირაჟირებას! ასევე, მკაცრად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მონაწილეობს მსგავსი კადრების შექმნასა და გავრცელებაში!