ბათუმის ძველ ბულვარში არსებული ცენტრალური შადრევნების ირგვლივ აუდიოსისტემა განახლდა. პროექტის ფარგლებში, გარე სივრცე სრულად აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პრემიუმ კლასის გარე გამოყენების „JBL“-ის დინამიკებით, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მუსიკალური-მოცეკვავე შადრევნების ჟღერადობა. ასევე, დაემატა დისტანციური მართვისა და სამაგიდო მიკროფონის ფუნქცია, რაც შესაძლებლობას იძლევა ციფრული სქემის მეშვეობით გარკვეული მანძილიდან მოხდეს შადრევნის მუსიკალური რეპერტუარის რეგულირება და მართვა. აუდიო სისტემის ინსტალაცია-მონტაჟის სამუშაოები შპს „MIFASI“-მ აწარმოა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ცენტრალურ შადრევნებზე მუსიკალური პროგრამა ნაწილობრივ განახლდა, რომელიც ფრანგულმა კომპანიამ განახორციელა. 2024 წელს, კვლავ დაგეგმილია ახალი პროგრამის დამატება და მუსიკალური რეპერტუარის გამრავალფეროვნება.