logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე: პარლამენტის კარი კიდევ უფრო მეტად გავხსენით ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე იმ ისტორიული არჩევანის განხორციელებას ეხება, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია
- +

14 დეკემბერი. 2023. 19:57

"პარლამენტის კარი ყოველთვის ღია იყო, მაგრამ ახლა კიდევ უფრო მეტად გავხსენით ახალგაზრდებისთვის. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე იმ ისტორიული არჩევანის განხორციელებას ეხება, რასაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია ჰქვია," - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ განაცხადა.

 

 

„დემოკრატიისთვის უმნიშვნელოვანესია ახალგაზრდობის ინფორმირება და ჩართულობა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ ბენეფიტებზე, ისევე, როგორც პარლამენტის როლზე ამ რთულ, მაგრამ მნიშვნელოვან გზაზე. თქვენი ასეთი დიდი ინტერესი დამატებით ენთუზიაზმს და მოტივაციას გვაძლევს, რომ ეს პროგრამები გაგრძელდეს და თქვენთან ერთად, შევქმნათ მეტი ცოდნის, ინფორმაციის აღქმადობის და განვითარების შესაძლებლობები, რაც მნიშვნელოვანია იმ გზაზე რასაც ევროპაში გაწევრიანება და საპარლამენტო დემოკრატია ჰქვია“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

 

 

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა და განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ „საქართველო და ევროკავშირი“ პროექტის მონაწილეებს სამახსოვრო სიგელები გადასცეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner