logo_geo
eng_logo
ახმეტელის ქუჩაზე სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა
- +

14 დეკემბერი. 2023. 19:59

დიდუბის რაიონის გამგეობამ ახმეტელის ქუჩაზე ხუთი მოსასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია დაასრულა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

 

 

მათივე ცნობით, პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.

 

 

პროექტის მიხედვით, მოსასვენებელ სივრცეებში ახმეტელის ქუჩის N2, 4, 6 და 8 ნომრებში, ასევე დიღმის მასივის მეოთხე კვარტლის 21-ე კორპუსის მიმდებარედ მოეწყო ბილიკები, განათების სისტემა, დამონტაჟდა საპარკო ინვენტარი, პატარებისთვის მოეწყო გასართობი ზონა, ასევე, ჩატარდა გამწვანების მასშტაბური ღონისძიებები. ამასთან, ახმეტელის ქუჩა N8-ის მიმდებარედ არსებულ სივრცეში უსახური ავტოფარეხების დემონტაჟიც განხორციელდა.

 

 

აღნიშნული პროექტის ღირებულებამ 652 313 ლარი შეადგინა. სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ „სგ ჯგუფი“ განახორციელა.

 

 

დასრულებულ სამუშაოებს თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი და დიდუბის რაიონის გამგებელი ვლადიმერ ძნელაძე გაეცნენ და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

right_banner right_banner
არქივი
right_banner