logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: დიდი საყვედური მივიღე დიმიტრი ხუნდაძისგან
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:46



ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ტელეკომპანია „GDS"-ის პროექტში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" ცეზარ ჩოჩელის დახასიათებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აქვე, მცხეთაში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატზე დიმიტრი ხუნდაძეზე საუბრობს.

 

„ჩვენი ბოლო შეხვედრის დროს სამეგრელოში ჟურნალისტმა დამისვა შეკითხვა და ჟურნალისტის შეკითხვაშივე იყო ცდომილება, როდესაც მან მკითხა „ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ წევრებზე, რომლებიც დღეს „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან, მაგალითად ოქრიაშვილი და ცეზარ ჩოჩელი. სახელებს და გვარებს ცუდად ვიმახსოვრებ და გადაცდომა მომივიდა, ჟურნალისტის გადაცდომას გადავყევი, როდესაც ვთქვი, რომ მაჟორიტარები მოვიდნენ და თავისი თავი თვითონ შექმნეს და ა.შ. ამ დროს სულაც არ ყოფილა მათ სიაში ჩოჩელი, ვინც პარლამენტში იყვნენ. მოგეხსენებათ, ეს დეპუტატების ჯგუფი იყო, ვინც პარლამენტში შევიდნენ „ნაციონალური მოძრაობის" დროს და როგორც კი არჩევნები დამთავრდა, გადმოვიდნენ „ქართული ოცნების" მხარეს. ჩოჩელი ჟურნალისტის კითხვაში ისმოდა და ჩოჩელი არ ყოფილა იმ ჯგუფში და მომივიდა გადაცდომა, ცეზარ ჩოჩელი ყოფილა გუბერნატორი და საერთოდ არ ვიცნობ და ზედმეტი დახასიათება გამომივიდა, რაზეც ძალიან დიდი საყვედური მივიღე მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატ დიმიტრი ხუნდაძისგან. ბოდიშიც მოვუხადე, რამეთუ მართლა შემეშალა. დიმიტრი ხუნდაძე არის ერთ-ერთი ჩემი ფავორიტი მეომარი, რომელიც საოცრად არაორდინარულად ჩაერთო ჩვენს გუნდში. გახსოვთ, როგორი სიტუაცია იყო 2011 წელს, როდესაც მე პოლიტიკაში მოვედი, დიმიტრი ხუნდაძე გახლდათ ჩემი ოჯახის ექიმი და საკმაოდ კვალიფიციური ექიმი. მას ვეკითხებოდი რჩევებს მცხეთაში და სულ მეხმარებოდა. რაღაც მომენტში დავრჩით ისე, რომ აღარ გვყავდა კანდიდატი და ვკითხე, ხომ არ წახვალ-მეთქი. აი, ასე დავითანხმე, ასე შემოვიდა ძალიან სწრაფად გადაეწყო პოლიტიკაზე. მე და დიმიტრი ერთად ვსწავლობდით.

 

გამოვიდა ისე, რომ ჩოჩელს თავი დაუყენებია დამოუკიდებელ კანდიდატად მცხეთაში, მე ის გუნდის წევრად დავასახელე და ავურიე გოჩა ენუქიძეში", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner