logo_geo
eng_logo
პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს მოუსმინეს
- +

14 დეკემბერი. 2023. 20:29

ნდობის ჯგუფის სხდომაზე, ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილეს, ალექსი ბატიაშვილს მოუსმინეს.

 



„შეხვედრაზე, ნდობის ჯგუფის წევრებმა, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის საკითხი, რაც ოკუპირებულ რეგიონებში და საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებს ეხება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს ინფორმაცია, რასაც უწყება ოკუპაციით გამოწვეული პრობლემების საპასუხოდ ახორციელებს. ასევე დეტალურად იქნა განხილული ის ნაბიჯები, რასაც სამსახური უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობის და მათგან მომდინარე საფრთხეების საპასუხოდ, პრევენციისთვის და ნეიტრალიზაციისთვის დგამს “, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

 



მისივე შეფასებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხით ერთ-ერთი გამორჩეული უწყებაა და ნდობის ჯგუფის ფორმატში, სხვადასხვა საკითხებზე, მნიშვნელოვანი მოსმენები იმართება. „სამსახურის საქმიანობა არის წარმატებული და ჩვენი მხრიდან მაღალ შეფასებას იმსახურებს. უსაფრთხოების სამსახურის ქმედითუნარიანობა და წარმატებული საქმიანობა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებითაც დასტურდება“, - აღნიშნა ნდობის ჯგუფის ხელმძღვანელმა.

 



სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილესთან გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა ნდობის ჯგუფის წევრებმა: ალექსანდრე ტაბატაძემ და ანრი ოხანაშვილმა მიიღეს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner