ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ არ არსებობს იმის ნიშნები, რომ პუტინი მშვიდობისთვის ემზადება.
"კრემლი ემზადება ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის. პუტინმა რუსეთის ეკონომიკა ომის საფუძველზე გადაიყვანა. ის აძლიერებს იარაღის წარმოებას. და ის სულ უფრო მეტად ეყრდნობა ჩინეთს, ირანსა და ჩრდილოეთ კორეას იარაღის [შეძენის კუთხით]", - აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ნატო არ არის კონფლიქტის მხარე. მაგრამ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის თავდაცვის უფლებას, რაც გათვალისწინებულია გაეროს წესდებით", - დასძინა მან.