logo_geo
eng_logo
ისრაელის თავდაცვის მინისტრი: ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს რამდენიმე თვეზე მეტი დასჭირდება
- +

14 დეკემბერი. 2023. 20:48

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ჯეიკ სალივანმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ომს რამდენიმე თვეზე მეტი დასჭირდება.

 

 

"ჰამასი" ტერორისტული ორგანიზაციაა, რომელიც იქმნებოდა ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ისრაელთან საბრძოლველად და მათ შექმნეს ინფრასტრუქტურა მიწის ქვეშ და მიწის ზემოთ და მათი განადგურება ადვილი არ არის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება - რამდენიმე თვეზე მეტ ხანს გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ გავიმარჯვებთ და მათ გავანადგურებთ", - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

 

 

"აშშ და ისრაელი იზიარებენ საერთო ინტერესებს, საერთო ღირებულებებს და ამ ომში ჩვენ [ასევე] ვიზიარებთ საერთო მიზნებს. ეს მნიშვნელოვანია ისრაელის სახელმწიფოსთვის და მნიშვნელოვანია დანარჩენი რეგიონისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის", - დასძინა მან.

right_banner right_banner
არქივი
right_banner