logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: პარლამენტარები 6 საათი გზაში გამოკიდებულები არ უნდა იყვნენ
- +

12 სექტემბერი. 2016. 14:46



ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, პარლამენტი ქუთაისიდან თბილისში უნდა გადავიდეს. ამის შესახებ ივანიშვილმა „GDS"-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.


„პარლამენტის მდებარეობის შეცვლას რაც შეეხება, სჭირდება კონსტიტუციური უმრავლესობა. მეეჭვება, „ქართული ოცნება" კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, თუმცა არ გამოვრიცხავ. ძალიან დიდ ხარჯებთან არის დამოკიდებული, სულ გზაში არიან. უამრავი დრო და ფული იხარჯება გზაში, რაცა რ არის ეფექტური. მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოში ვერ ნახავთ მსგავსს. ეს სააკაშვილმა მოინდომა და რომ ვკითხე, რას აკეთებ, რათ გინდა-თქო და მიპასუხა, მიტინგს ვეღარ გაგვიმართავენო. მიტინგის ეშინოდა თურმე ამ უბედურს. თუ გინდათ ეფექტური პარლამენტი, არ უნდა იყვნენ 6 საათი გზაში გამოკიდებულები, ეს ძალიან ბევრ პრობლემას ქმნის",- განაცახადა ივანიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner