logo_geo
eng_logo
ილია დარჩიაშვილი: საქართველო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს - დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება
- +

14 დეკემბერი. 2023. 22:08

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს.

 

 

„საქართველო, გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. დღევანდელი გადაწყვეტილება არის საქართველოს მისწრაფებების, მისი მრავალწლიანი სწრაფვისა და მიღწეული პროგრესის აშკარა აღიარება. საქართველოს ხელისუფლების ნება, რომ საქართველოს ცივილიზაციური არჩევანი რეალობად აქციოს, უცვლელი რჩება. მზად ვართ, ვიმუშაოთ ჩვენს ევროპელ მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად, რათა მივიყვანოთ ჩვენი ქვეყანა საბოლოო მიზნამდე – ევროკავშირის წევრობამდე“, – წერს დარჩიაშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner