"ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია," - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით რომ ეს დღე დამდგარიყო“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა.