logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება
- +

14 დეკემბერი. 2023. 22:42

"ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

 

მან ქართველ ხალხს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა.

 

 

„ჩვენ დღეს ვიმკით იმ შედეგებს, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მათ შორის საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურები ეწეოდნენ იმისთვის, რომ ევროპულ საბჭოს ჰქონოდა ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების საფუძველი, კერძოდ, ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ ევროპულმა საბჭომ დაინახა, დააფასა და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. ასევე მინდა, მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება.

 

 

საბოლოო ჯამში, ევროპული საბჭოს სხდომამ მოლოდინი სრულად გაამართლა და პირველივე დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბოსნია და ჰერცეგოვინა და რომ ევროკავშირი ძალიან მკაფიოდ დგას გაფართოების გზაზე. ეს ის გზაა, რომელსაც საქართველო ახლა უკვე საბოლოოდ შეუდგა, აქვს დასტური ევროკავშირისგან. მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება დღეს უკვე მიღებულია. შესაძლებლობის ფანჯარა, რომელზეც იყო საუბარი, საქართველომ უკვე გამოიყენა. ახლა წინ არის მუშაობა, რომელიც ბევრი ეტაპისგან შედგება. მინდა დავარწმუნო საქართველოს მოსახლეობა, რომ ხელისუფლება ასევე წარმატებული იქნება ყველა ამ ეტაპის გავლაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner