logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: დღეს გამოჩნდა, რომ აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია
- +

14 დეკემბერი. 2023. 22:47

"ვულოცავ ჩვენს ქვეყანას ამ ისტორიულ წარმატებას - ჩვენმა ხელისუფლებამ ხალხის მხარდაჭერით, კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა წინ და მივიღეთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„700-ზე მეტი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სულხან-საბა ორბელიანი ჩავიდა ევროპაში და ითხოვა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისთვის. მას შემდეგ მრავალი თაობის ქართული ოცნება იყო, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. ჩვენ შევასრულეთ ეს მნიშვნელოვანი ამოცანა - საქართველომ გადადგა ნაბიჯი წინ და პრაქტიკულად მხოლოდ ერთი ეტაპი გვრჩება, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო. დღეს გამოჩნდა, რომ აწმყოც გვწყალობს და მომავალიც ჩვენია“, - აღნიშნა თალაკვაძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner