"ისტორიული დღე მთელი საქართველოსთვის," - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს.
მისი შეფასებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ახალი დასაწყისი იქნება საქართველოს ისტორიაში.
„ისტორიული დღე მთელი საქართველოსთვის. ევროპულმა საბჭომ ოფიციალურად მიანიჭა საქართველოს კანდიდატის სტატუსი! მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი ერისთვის და ახალი თავის დასაწყისი ჩვენი ერის ისტორიაში. ვულოცავ მთელ ჩვენს ერს“, - წერს დავით ზალკალიანი.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა.