"დამსახურებაზე დაფუძნებით ენიჭება ჩვენს ქვეყანას კანდიდატის სტატუსი," - ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა. მან საზოგადოებას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.
„დიდი მადლობა ჩვენს საზოგადოებას იმ ნდობისთვის, რომელიც მათ გამოუცხადეს ჩვენს გუნდს, რომ მათ ჰქონდათ რწმენა, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით იყო სწორი პოლიტიკა, ორიენტირებული ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე, რამაც კონკრეტული შედეგი მოიტანა. ამიტომ, კიდევ ერთხელ გილოცავთ თითოეულ თქვენგანს და წინ კიდევ ბევრი წარმატება გველის ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე“, - განაცხადა ოხანაშვილმა.